თბილისის მწვანე სკოლა ხსნის საბუნებიმეტყველო კლუბს -
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში
ორჯერ
„მარტივი ექსპერიმენტები - ჯანმრთელობა და ყოფა-ცხოვრება“
მოსწავლეები დაეუფლებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს.
მეცადინეობები ჩატარდება ლაბორატორიაში, საინტერესო და ინფორმირებულ გარემოში
პრეზენტაციით. წრის მეცადინეობის დროს თითოეული მოსწავლე აღჭურვილი იქნება მარტივი
ექსპერიმენტის მასალით. მოსწავლეები შეძლებენ გამოიტანონ დასკვნები ექსპერიმენტების
დასრულებისას ჯანმრთელობასა და ყოფა-ცხოვრებაზე. მოსწავლეები მოამზადებენ
პროექტებს, პრეზენტაციებს, პოსტერებს საბუნებისმეტყველო მიმართულებით მოსწავლეთა
ასაკობრივ თავისებურებების შესაბამისად. აქტიურად ჩაერთვებიან კონკურსებსა და
კონფერენციებში.